პარლამენტის დეპუტატი გოგა ხაჩიძე ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პიჯაკის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც მისი თქმით, პარლამენტარებმა დაუხიეს. უფრო კონკრეტულად კი პიჯაკის დახევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს ადანაშაულებს, რომელიც ხაჩიძის განმარტებით, პარლამენტში ხშირად ჩხუბობს.
_ თუ რაიმეს გადაწყვეტთ, ნივთმტკიცებად ჩემი დახეული პიჯაკი გამოგადგებათ, _ პროკურატურას მიმართავს დეპუტატი.
<