გეგუთის ციხეში პატიმარი ცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული პატიმრის ახლობლები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულს ფიზიკურად ე.წ. მაყურებელი მ.ჩ. გაუსწორდა, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის დის ქმარია.
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ ზ.ჭ-ს საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
სამინისტროს განცხადებით, ოქმის მიხედვით, თავად მსჯავრდებული აცხადებს, რომ დაზიანებები სახის არეში დაცემის შედეგად მიიღო.
"საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", _ აღნიშნავენ უწყებაში.