ლენა ჩიგოგიძე:
_ ყველაფერი კარგი იყო, არის ცოტა უკეთესობა.
მალხაზ გიორგაძე:
_ ჯერჯერობით სიკეთისკენ არაფერი, ცოტა უკეთესობა იგრძნობა, მაგრამ ბევრი არაფერი.
შოთა ლობჟანიძე:
_ არაფრით. ბევრ კარგს ველოდებოდით, მაგრამ სასიკეთო არაფერი მომხდარა. ველოდებოდით ნატოში შესვლას, ევროკავშირში მგონი გავწევრიანდებით, რუსეთთანაც რომ გახსნილიყო ვაჭრობა, უკეთესი იქნებოდა.
დარეჯან ბოლქვაძე:
_ ისეთი არაფერი ყოფილა, სათქმელად ღირდეს.
გური ცენტერაძე:
_ როგორც უბრალო კაცი, არ ვარ უკმაყოფილო.
ხარიტონ სანიკიძე:
_ მშვიდობით და სიწყნარით, თუმცა, დიდად კმაყოფილი არ ვარ.
ვახტანგ ირემაძე:
_ 2015 წელი გამორჩეული იყო მთავრობის კარგი მომსახურებით, სიკეთით, სიხარულით, გლეხებმა შვება ნახეს.
მერაბ ჯიშკარიანი:
_ იმით იყო გამორჩეული, რომ ორი ტომარა სილა წამოვიღე მდინარიდან, დამაჯარიმეს და 1 300 ლარი გადამახდევინეს. ესაა გამორჩეული და ესაა ქვეყანა?!
გიორგი რამიშვილი:
_ საერთო ჯამში, წარმატებული იყო. ნოემბერის სტიქიის დროს, სოფელ დიდივანის სკოლის შენობას ქარმა სახურავი გადააძრო _ რესურსცენტრი და განათლების სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა.
ხატია ჯორბენაძე:
_ სწავლით, ახალი მიღწევებით და ახლის მოლოდინით, ალბათ 2016 წელი უკეთესი იქნება, ინფრასტრუქტურის კუთხითაც გამოცოცხლებულია ჩვენი ქალაქი.
რუსუდან ჩხაიძე:
_ არაფრით, ეკონომიკური კუთხით ძალიან ცუდი წელი იყო. პატარა საოჯახო ბიზნესი გვაქვს და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, პირიქით _ უკან-უკან წავედით დოლარის კურსის მატების გამო. ფულს ძალა არ გააჩნია, გაჭირვებით ვცხოვრობთ.






























































