NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 10%.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა.
ასევე კვლევის თანახმად, კითხვაზე – "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა.
კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელი პარტია გაიმარჯვებდა", გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 9% აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 5% "თავისუფალ დემოკრატებს" ასახელებს.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ხოლო 16% "ქართულ ოცნებას", 25-%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved






























































