რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ქმედებების შედეგად 200 მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთი სირიაში სამხედრო ქმედებებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიის პრეზიდენტის თხოვნით 30 სექტემბრიდან აწარმოებს.
"შედეგი მიუთითებს, რომ რუსეთი სერიოზულად არ სცემს პატივს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს,"_ აცხადებენ AMNESTY INTERNATIONAL-ში.
ორგანიზაციის ცნობითვე, არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც რუსი სამხედროები დასახლებულ ტერიტორიაზე უმართავ და კასეტურ ბომბებს უკანონოდ იყენებენ.
როგორც ცნობილია, მოსკოვმა არაერთხელ უარყო სამხედრო იერიშის დროს მოქალაქეების დაღუპვა და გავრცელებულ ინფორმაციას არაერთხელ უწოდა საინფორმაციო ომი.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსული მხარე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ჯერ არ გამოხმაურებია.






































































