საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც სამგზავრო ავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეეჯახა.
ინფორმაციას, ამის შესახებ თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ. თუმცა, ამ დროისათვის დაუდგენელია საქართველოს მოქალაქის ვინაობა, რომელიც სასწარაფო დახმარების ბრიგადამ ქოჯაელის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანა.
მის მდგომარეობას, ექიმები მძიმედ აფასებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.






































































