საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარესამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.
პროექტი, ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო, სუვენირების მაღაზია და მოეწყობა ავტოსადგომი. ამავდროულად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ 600-მეტრიან გზას. გაიმართება წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, ჩატარდება მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გელათის მონასტრის გუმბათისა და კედლების რესტავრაცია/კონსერვაცია.






































































