"ნიგერიამ ბოევიკები ტექნიკურად დაამარცხა,"_აღნიშნული განცხადება ნიგერიის პრეზიდეტმა BBC-ისთან გააკეთა.
როგორც მუჰამადუ ბუჰარმა განაცხადა "ბოკო ჰარამს" აღარ შეუძლია ნიგერიის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ დასახლებულ პუნქტებში აფეთქებები განახორციელოს.
ნიგერიის პრეზიდენტის ინფორმაციით, ერთეულებამდე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვითნაკეთი ბომბებით აფეთქებებს აწყობდა.
მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა ბუჰარმა სამხედრო არმიას ვადა ბოკო ჰარამის სრულიად განადგურებისთვის წლის ბოლომდე მისცა..
როგორც ცნობილია, "ბოკო ჰარამი" მსოფლიოში ერთ-ერთი მასიური ტერორისტული დაჯგუფებაა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნიგერიაში "ბოკო ჰარამის" მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად ექვსი წლის განმავლობაში 17 000 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი სკოლა განადგურდა, ხოლო მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.







































































