დღეს დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ქმედებები დაწყებულია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ახალგაზრდა მამაკაცი დროულად იქნა გადაყვანილი "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.