ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე "გურია ნიუსთან" არ ადასტურებს ნათია შარაშენიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ნათია შარაშენიძე ამბობს , რომ ბიუროს სხდომის დასასრულს სანიშნე ფურცლები ესროლეს. მისი ვარაუდით, ეს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო.
"ათობით ადამიანი ესწრებოდა ბიუროს სხდომას და ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მსგავს ქმედებას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი.მას მოლანდებები დაეწყო, არ მოსწონს, როდესაც ქალაქში ბევრი საქმეები კეთდება და ახლა გადავიდა სკანდალზე. დემაგოგი, არაადექვატური ადამიანია". – ამბობს ბეგლარ სიორიძე.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღეს 5 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნათია შარაშენიძე მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.