პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის შეეცდება საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება და სიძულვილი დაასრულოს და ხელი შეუწყოს საზოგადოების გამთლიანებას, – ეს განცხადება მან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.
"ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ის კონფრონტაცია და პოლარიზაცია რაც საზოგადოებაში არსებობს, დასრულდეს. ჩვენ, ყველანი გადავიქეცით ერთი ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს, იმისათვის, რომ ადამიანებმა ცოტა უფრო კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება რაღაცნაირად გავამთლიანოთ", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.