საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო:
_ 2013 წელსაც ვთქვი, რომ საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტურა ჩვენი მხრიდან.
რაც შეეხება ტარიფების ზრდას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ დონის, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია მარეგულირებლებმა არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტიება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე უბრალოდ ფუნქცონირებას შეწყვეტენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესშია არიან ჩართული, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.