საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით იუსტიციის საბჭომ მისი რჩევები არ გაითვალისწინა:
"თავად ლევან მურუსიძეს მოვუწოდე, რომ მიეღო სწორი გადაწყვეტილება და უკან გაეტანა თავისი საკონკურსო განაცხადი. ეს გახლდათ 7 დეკემბერი. მე ასევე მთლიანად საბჭოს, ასევე მოსამართლე წევრებს მივეცი საჯაროდ რჩევა 3 დეკემბერს და ვუთხარი, რომ გაეთვალისწინებინათ კენჭისყრისას კანდიდატების წარსული.
მე ეს გადაწყვეტილება არ მომწონს. მე არ ვაძლევ და ვერ ვაძლევ მითითებებს იუსტიციის საბჭოს წევრებს რა გადაწყვეტილებები მიიღონ, ერთადერთი რაც მე შემიძლია არის რჩევები, საჯარო განცხადებები, რომლებიც ამ შემთხვევაში არავინ არ გაითვალისწინა" _ განცხადა იუსტიციის მინისტრმა.