გარემოს ეროვნული სააგენტოს ქვეყანაში საახალწლო საზეიმო ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
დასავლეთ საქართველოში – მოსალოდნელია დროგამოშვებით სიმღერის მომატება, უმეტესად ქეიფის დროს. დაუბერავს საცივის სურნელი. ცხელი ხაჭაპურის ტემპერატურა : დაბლობში + 40, +45 გრადუსი, მთაში +38 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში – მოსალოდნელია მეკვლის ვიზიტი, უმეტესად ტკბილეულით.სადღეგრძელოების რაოდენობა + 10 , +12.
თბილისში მოსალოდნელია ჭარბი რაოდენობის ფოიერვერკი. ღამის კლუბებში და რესტორნებში მოსალოდნელია ცვალებადი მუსიკა." სელფების" რაოდენობის მატება სოციალურ ქსელებში – +10; +15.
და ბოლოს , მთელი ქვეყნის მიმართულებით ევროპიდან დაუბერავს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა +26, +28 ქვეყნის მხარდაჭერით.