დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოს ეწვივნენ. ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვებ-პუნქტში ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქვეყანაში შემოსვლის შტამპი დაფიქსირდა.
როგორც მიშელ რამიშვილმა განაცხადა, ნოე რამიშვილის ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1925 წელს გამოცემული ფრანგული პასპორტის ფურცელზე დამოუკიდებელი საქართველოს შტამპის არსებობა.
_ ეს ჩემი დიდი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში, _ აღნიშნა მან.
ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვევიან და მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან.