დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მუშაობას აგრძელებს ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი და ტრაქტორების მეშვეობით დღეს დილიდან ქალაქის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით ირკვევა, ა(ა)იპ "ტექსერვისმა" ინდმეწარმე ლევან ჩხაიძის კუთვნილი ტრაქტორები საწვავით უზრუნველყო, რომელთანაც მომსახურეობის თაობაზე ხელშეკრულება გამგეობამ გააფორმა.
ამასთან, გუშინ საღამოდან მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დანარჩენილ უბნებზე კი ისევ მიმდინარეობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები.