ინგლისელი ჯენტლმენი, ცნობილი მსახიობი პიტერ ო ტული სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა იმ საშინელებას, რომელიც ბავშვობაში, ერთ შობისწინა საღამოს გადაიტანა.
მამამისი შინ გვარიანად ნაქეიფარი დაბრუნებულა და პატარა პიტერის უწყინარ შეკითხვაზე, სანტა ბაბუა საჩუქრებს როდის მოუტანდა, მოზარდს ბოროტი ხუმრობა მოუწყო.
გარეთ გავიდა და გაბერილ ქაღალდის პარკს ხელის ერთი დაკვრით საშინელი გრუხუნი გაადენინა, მომავალ მსახიობს კი ახარა, სანტამ ეს წუთია თავი მოიკლაო.
ო ტულმა ის „ისტორიული“ ღამე ქვითინში გაატარა და იმ დღის შთაბეჭდილებები კი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოჰყვა.