"მე ხშირად განმიკითხავენ,თუ რატომ ვსარგებლობ სოციალური ქსელით.რატომ ვდებ ინფორმაციას ან სურათებს,და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ არც მე მიხარია ის რომ, საჭირო გახდა სოციალური ქსელის გამოყენება, რომ ჩემს საქართველოს, სულიერ შვილებს ხმა მივაწვდინო, ვუთხრა ვუქადაგო, ვასწავლო, რომ ღმერთია ქვეყანაზე.მათ ხშირად ავიწყდებათ ეს და მეც იძულებული გავხდი ფეისბუკის თუ სხვა სოციალური ქსელის მეშვეობით შევიდე მათ ოჯახებში ,მათ სულიერ სამყაროში და ვუთხრა: გიხაროდენ ღმერთია ქვეყანაზე.რომ იგი არასოდეს მიგატოვებს,მაგრამ თუ ჩვენ მარტო ამ იმედით ვიქნებით ეს არ გვიშველის, არაა საკმარისი." – ასე ულოცავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, დამდეგ შობა-კალანდას ქართველებს.
"უფალი ბრძანებს მოვედით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგვისვენო თქვენ და კიდევ, ყოველმან რომელმან არა ჭამოს ხორცი ჩემი და არ სვუას სისხლი ჩემი, მას ჩემთან ადგილი არა ჰქონდესო.
მართალია ეს ყველას არ ესმის, მაგრამ თუ ადამიანს უნდა ღმერთი .უნდა ამ სამყაროში იცხოვროს და იყოს ბედნიერი ,უნდა მივიდეს ეკლესიაში. შეინანოს ცოდვა მისი, რამეთუ უცოდველი არავინ არაა. ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს,რომლის გარეშე მარადიული სიცოცხლე შეუძლებელია და აკეთოს სიკეთე იცხოვროს სხვისთვის,როგორც ღმერთი ცხოვრობს ჩვენთვის. აი ეს არის ნამდვილი ბედნიერება… ეს არის ნიჭი და აი ამ 2016 წელს ყოველ ქართველს და ყოველ ადამიანს მოგცეთ ღმერთმა ნიჭი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, სიყვარულისა, ურთიერთ გატანისა და თანადგომისა.იყავი ბედნიერი ამინ." – წერს სოციალურ ქსელში იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.