NASA-მ პლანეტის თავდაცვის საკოორდინაციო ოფისი ჩამოაყალიბა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პლანეტის თავდაცვის საკოორდინაციო ოფისს დედამიწის დაცვა მოახლოებული ასტეროიდებისა და კომეტებისგან ევალება, რომლებმაც შესაძლოა ჩვენს არსებობას საფრთხე შეუქმნან.
NASA-ს განცხადებით, ასტეროიდების თვალთვალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"ასტეროდის გამოვლენა და თვალთვალი ჩვენი პლანეტის დაცვის გზაა, რასაც ნასა პარტნიორებთან ერთად აკეთებს,"_აცხადებენ NASA-ში.