ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახლმუზეუმში კალანდის დღესასწაულისთვის ემზადებიან.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება რომ მთავარი პერსონაჟი – მეკვლე, ანსამბლ "იადონის" წევრი, 75 წლის, გურამ ღლონტი იქნება.
დღესვე, გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ხვდებოდნენ გურიაში კალანდას.
ღონისძიებაზე გაიმართება კონცერტიც, სადაც ადგილობრივებთან ერთად ანსამბლი "სნოც" მიიღებს მონაწილეობას.
კალანდის დღესასწაულისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარია გამოყოფილი.