შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმები უკვე დაიწყო. გუშინ, სამხარეო პოლიციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
მათ შორის გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ.
ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ცერცვაძეს. ამ პოსტზე უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ახალ კადრებზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამდებობიდან წასული პოლიციელები კადრების განკარგულებაში არიან აყვანილი.