საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარტია "ქართულ ოცნებას" ტოვებს:
_ არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი, _ წერს თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
თამაზაშვილმა "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ის ჟურნალისტს უდასტურებდა, რომ საპარალამენტო სიაში არ იქნებოდა. უფრო მეტიც, თამაზაშვილი ამბობდა, რომ სასწავლებლად აპირებდა წასვლას, თუმცა, სიუჟეტის გასვლის შემდეგ "ჩვენება" შეცვალა:
_ სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე (სხვა დანარჩენი ჟურნალისტური " ფანტაზიის" ამბავია) და ვფიქრობ , რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები! _ აღნიშნავს თამაზაშვილი.