ბოლო დღეებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი სუიციდის შემთხვევა დაფიქსირადა.
სოფელ ჭყონაგორაში მცხოვრები, 60 წლამდე ქალბატონი, 19 იანვარს, დღის საათებში, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი შვილმა იპოვა.
სუიციდის მეორე შემთხვევას კი ადგილი ლანჩხუთში, ე.წ. ბესარაბიას უბანში hქონდა. შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ორივე შემთხვევაში, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უჭირთ თქმა, თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ორივე საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.