"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ტოვებს თუ არა ნათია შარაშენიძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი თანაგუნდელი, "ლეიბორისტული პარტიის" ანალიტიკური მდივანი და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი ეხმიანება.
"სანამ ბეგლარ სიორიძე პირველი ოზურგეთის მერია, ნათია შარაშენიძე საკრებულოში იქნება, რომ ოზურგეთი სიორიძის და მისი ჯიბის ოპოზიციის იმედად, უპატრონოს არ მიატოვოს, თუ, რა თქმა უნდა, კანონი არ დაავალდებულებს ამას. ეს კი მოხდება მას შემდეგ, რაც ნათია შარაშენიძე პარლამენტის წევრი გახდება. რაც აუცილებლად მოხდება. ოქტომბერში "ლეიბორისტები" აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ხალხის მყვლეფავები იძულებულები იქნებიან ხელი აიღონ ბიუჯეტის ქურდობაზე", _ აღნიშნავს მეტრეველი.