პენტაგონმა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წესდებაში ცვლილება შეიტანა, რის მიხედვითაც, ამერიკელ სამხედროებს ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლებათ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ავღანეთსა და პაკისტანში უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება ამერიკულ სამხედრო წესდებაში ცვლილებების შეტანას მოითხოვდა.
მისივე ცნობით, ცვლილებამდე ამერიკის სამხედროებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ საფრთხე ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიას ან სამხედროებს დაემუქრებოდა, ახლა კი მათ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა, ავღანეთსა და პაკისტანში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შექმნილი საფრთხისთვის, ისე შეეძლებათ.
როგორც ცნობილია, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო-ხორასანი" პასუხისმგებელია თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებზე, მცირე შეიარაღებულ თავდასხმებზე და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებაზე, რომელთა შორის ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო-ხორასანი" 2015 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს ერთგულებას უცხადებს.