ჩინეთის პენტაგონი-მარტი შანხაის ყველაზე დიდი და ცარიელი შენობაა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შანჰაის პენტაგონი-მარტი ამერიკული პენტაგონის შთაგონებით შეიქმნა და მის ასაშენებლად 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის სიცარიელე მისმა ადგილმდებარეობამ და დამაბნეველმა განლაგებამ გამოიწვია.