ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, ირინა საჯაიას თავისმა კოლეგამ და ამავე კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გოჩა ძიმისტარიშვილმა შენიშვნა მისცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირინა საჯაიამ კომისიის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეები ერთ წლის მუშაობის ანგარიშებით წარდგნენ. რადგან ირინა საჯაია კომისია 2015 წლის მაისში ჩაიბარა, მან ანგარიში თავისი დანიშვნის დღიდან, დეკემბრის ბოლომდე წარმოადგინა.
"კერძო სტრუქტურა გახდა იურიდიული კომისია და ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ისე გამოვიდა, რომ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია მაისიდან შეიქმნა და მანამდე არ იყო", _ თქვა გოჩა ძიმისტარიშვილმა.
"შეგიძლიათ, წარმოადგინოთ თქვენს დროს რა გააკეთეთ, ხელს არავინ არ გიშლით", _ უპასუხა საჯაიამ ძიმისტარიშვილს.
საკრებულოზე ხუთი კომისიის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.