ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარიშვილი სხდომის ვიდეო გადაღებას ითხოვს.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირდაპირ ხდება საკრებულოს სხდომის გადაცემა და აქაც არის საჭირო ვიდეო გადაღება. თან საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღეთ პირობა საკრებულოს სხდომის გადაღება მოხდებოდა, მაგრამ რა არის ამის მიზეზი, რომ ასე არ ხდება", _ იკითხა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ აუდიო ჩანაწერები კეთდება.
"ის, რაც ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თან არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტით ხორციელდება, ჩვენ ამ ეტაპზე ამის საშუალება არ გვაქვს",_ უპასუხა გელა კობალაძემ ძიმისტარაშვილს.
მისივე თქმით, აუცილებლად მოხდება ვიდეო გადაღება, თუმცა ზუსტი დრო არ დაუსახელებია.