ნაძალადევის რაიონში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა, ზაზა ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელი იყო. ახალდაქორწინებული წყვილი ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.
მეზობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველების მოსვლისას წყვილი უკვე გარდაცვლილი იყო.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.