"ფორბსის" ვერსიით, ყველაზე ხელგაშლილი მყიდველი, ჰეჯ-ფონდის მფლობელი, მილიარდერი სტივენ კოენია, რომელსაც დიდძალი თანხის ხარჯვა არ ენანება.
კოენმა 110 მილიონი დოლარი გადაიხადა ჯასპერ ჯონსის ცნობილ ტილოში, "დროშა." მას ასევე, არ დაენანა 35,4 მილიონ დოლარად შეეძინა აუქციონზე ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი "კოკა-კოლის" შავ-თეთრი სურათი.
შოპინგის მოყვარულია, პირველი პაკისტანელი მილიარდერი, მიან მუჰამედ მანშა, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიურ ნივთებს იძენს. ასეთია ლონდონში მდებარე სასტუმრო St. James Hotel & Club, რომელშიც მანშამ 95 მილიონი დოლარი გადაიხადა, ექსპერტების გათვლით, სასტუმროს ერთი ოთახი მილიარდერს 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ტეხასელმა ნავთობმაგნატმა, კელსი უორენმა კი, ახლახან კოლორადოს შტატში რანჩო იყიდა, რომლის ფასი 46,5 მილიონი დოლარია. ცნობისთვის, რანჩოზე 50-მდე სტუმარი დაეტევა და იქვეა, საკუთარი სპა და აკვაცენტრები.
ლონდონელმა იუველირმა და ამავე დროს მილიარდერმა, ლოურენს გრაფმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული – 46 მილიონ დოლარად შეფასებული 24,78-კარატიანი, ვარდისფერი ბრილიანტი იყიდა.
ბოლო დროის მილიარდერთა შოპინგ-ტურებიდან აღნიშვნის ღირსია: – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, კარლოს სლიმ ელუს მიერ 44 მილიონ დოლარად ნაყიდი სახლი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე.
მეწარმე უეინ ჰუიზენგის 40 მილიონ დოლარად ნაყიდი გოლფ-კლუბი "ფედერიკა", რომელიც კუნძულ წმიდა საიმონზე მდებარეობს.
ჰონგკონგელი მილიარდერის, ჯოზეფ ლოს 16,7 მილიონ დოლარად შეძენილი ორი ცალი წეროს ფორმის ანტიკვარული საფერფლე.