ევროპაში მიგრაციის კრიზისის გამო ევროკავშირი დიდი რისკის წინაშე დგას. აღნიშნული განცხადება BBC-ისთან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
როგორც ვალასმა განაცხადა, ევროპას არ შეუძლია ყველა მიგრანტის მიღება, ვინც ერაყსა და სირიაში მიმდინარე საშინელ ომებს გამოექცა.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოების მთლიანი დესტაბილიზაცია მოხდება,"_განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ევროპაში გასულ წელს მილიონზე მეტი მიგრანტი ჩამოვიდა, ხოლო მათი ნაწილი მგზავრობისას გზაში დაიღუპა.