რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი ცოლი ლუდმილა პუტინა გათხოვდა და გვარიც შეიცვალა. ამ ინფორმაციას რუსული მედია კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.
58 წლის ლუდმილა ვლადიმერ პუტინს 2013 წლის აპრილში ოფიციალურად დასცილდა, მას შემდეგ რუსეთის ყოფილი პირველი ლედის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი.

რუსული მედის ინფორმაციით, ლუდმილა ოჩერეტნაიას ახალი მეუღლე 37 წლის არტურ ოჩერეტნი გახლავთ.
































































