საქართველოს მოქალაქეს დავით ბარამიძეს თურქულმა სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ხუთი წლის წინ ჩადენილი მკვლელობისათვის თურქეთის ხელისუფლების მიერ იძებნებოდა.
როგორც თურქული მედია აღნიშნავს, ბარამიძემ ხუთი წლის წინ ქალაქ ართვინში მუშაობის დროს 36 წლის დურსუნ დემირჯი სკოჩით დააბა, მოკლა და შემდეგ კი გაძარცვა. გამოძიების დროს სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილას ბარამიძის დნმ-ს კვალი იპოვეს და მის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართეს. მასთან ერთად იძებნება საქართველოს მეორე მოქალაქე ზურაბ ამირანაშვილი, რომელიც მკვლელობის დროს სარფიდან თურქეთში გადავიდა და შემდეგ ორივე პიროვნებამ ერთად დატოვა თურქეთის ტერიტორია სტამბულის აეროპორტიდან.
ბარამიძის დაკავება ინტერპოლის მიერ რუსეთის ტეროტირაზე მოხდა, საიდანაც იგი თურქულ მხარეს გადასცეს.
გამოყენებულია www.haber3.com -ის ინფორმაცია