საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით "2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება".
თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ სპეციალური კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
ხიდაშელის თქმით, შეიარაღებული ძალებისთვის ერთადერთი სპეცუბანი ავღანეთში იქნება.
მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცები ხმას იმ სამოქალაქო უბნებზე მისცემენ, სადაც დარეგისტრირებული არიან.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.