ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგ გახდება ცნობილი მოხდება თუ არა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ირინა საჯაიას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება.
უკვე ცნობილია, რომ ირინა საჯაიას თანამდებობიდან გადადგომას საკრებულოს ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი, გოჩა ძიმისტრაშვილი, ნათია შარაშენიძე, თამარ ნადირიძე და ლევან მგელაძე ითხოვს. "დეპუტატების განცხადება 29 იანვარს შემოვიდა საკრებულოში და აქედან გამომდინარე, დღეს მოხდება ამ საკითხზე კენჭისყრა" – თქვა შეხვედრაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ.