პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური გიორგი გვირიკაშვილი დაესწრება.
_ პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.
პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე, _ აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.