"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს ოზურგეთში 5 თებერვალს ელოდებიან.
" ოზურგეთში გაიხსნება ოფისი და შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება." – გვითხრეს ფონდის პრესსამსახურში.
ამ ეტაპზე ფონდში არ საუბრობენ, ვინ უხელმძღვანელებს ოზურგეთში ფონდს, ეს მედიისთვის ოფიციალურად ორ დღეში გახდება ცნობილი.