შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დანიშნული უფროსი კახა მურადაშვილი "გურია ნიუსთან" საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობს.
მურადაშვილის მოსვლისთანავე თანამდებობა დატოვა პირველმა მოადგილემ აჩიკო ოქრუაშვილმა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დანიშნული უფროსი კახა მურადაშვილი გურიის პოლიციაში დიდი საკადრო ცვლილებების განხორცილებას გეგმავს. როგორც წყარო ამბობს, შეიცვლებიან სამივე რაიონის სამმართველოების უფროსები. გურიის პირველი პოლიცმაისტერი თავის მოადგილეებს და თავის კადრებს დანიშნავს. ჯერჯერობით ვაკანტურია პირველი მოადგილისა და უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსის თანამდებობა, რომელიც უკვე ორი თვეა რაც გიორგი კვირჩილაძემ დატოვა.
ჩვენ დავუკავშირდით კახა მურადაშვილს, რომელმაც პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა და ტელეფონი უცებ გათიშა .
შსს პრესსმასახურში კი აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა მათ კომპეტენციაში არ შედის.