ინციდენტი მოხდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში, სადაც ავიაკომპანია S7 -ის კუთვნილ ავიალაინერს მოსკოვი-თბილისის საჰაერო რეისი უნდა შეესრულებინა.
აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მან დაინახა ცეცხლის კერა. სხვა თვითმხილველმა კი აფეთქების ხმა გაიგონა და ხანძრის კვალზე მარჯვენა ფრთაზე მიუთითა.
ინფორმაციიას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ავიაკომპანიის წარმოადგენლები კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ფრტაზე აალებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ტექნიკური გაუმართაობას ჰქონდა ადგილი. მგზავრებს კი დაგვიანებით, მაგრამ სხვა თვითმფრინავით გაამგზავრებენ თბილისში.