საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით პრეზიდენტის გამოსვლაში "ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული"
"ძალიან სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა 4-პუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში ნამდვილად მისასალმებელია", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, "ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ინვესტორებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის":
_ საჭიროა საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის, _ თქვა ქვეყნის პრემიერმა.