ლანჩხუთელი ბიანკა შიგუროვა ქალაქ თბილისში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
"გარდაცვლილი იპოვეს ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა. წინასწარი ინფორმაციით, არის გაზის გაჟონვით გარდაცვლილი. მას ჰყავდა ძაღლი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს ძაღლი გაგუდულია და 115 მუხლით მიმდინარეობს საქმის გამოძიება."– გვითხრეს არასამთავრობო ორგანიზაციის "იდენტობის" პრესსამსახურში.
ბიანკა ქართველი ტრასგენდერი იყო და ის ერთი პერიოდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
ბიანკა შიგუროვა "გურია ნიუსის" რესპოდენტი იყო. 2013 წლის ნოემბრის თვეში ვებ-გვერდზე მის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სადაც ბიანკა შიგუროვა ამბობდა, რომ არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მხრიდან. მისი დამცველი ბებია იყო, მამის დედა, რომელმაც ოჯახიდან გამოგდებულს თავშესაფარი მისცა და შეიკედლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც ნიშნავს თვითმკვლელობამდე მიყვანას.
ამავე თემაზე: რა ხდება გურიის სოფელ ორმეთში ბიანკას გაცნობის შემდეგ