სირიელმა აჯანყებულებმა რუსი და სირიელი სამხედროების ლიკვიდაციის დამადასტურებელი ვიდეო გამოაქვეყნეს. შემთხვევა ლატაკიაში, სოფელ მრჯ ხოხაში რუსი და სირიელი ოფიცრების შეხვედრის დროს მოხდა, როცა აჯანყებულებმა მათი აფეთქება მოახერხეს.
თავისუფალი სირიის არმიამ (ССА) რუსი ოფიცრების განადგურება ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „TOW“-ის საშუალებით მოახდინა.
შემთხვევის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ოპოზიციური გაზეთი „Alnagar“-ი აქვეყნებს, რომლის კორესპოდენტიც მუჰამედ ნამერი წერს:
„გუშინ სადილის შემდეგ პროვინცია ლატაკიაში, „ССА“-ის ჩრდილო დანაყოფისთვის მოვიდა ინფორმაცია, რომ რუსი და სირიელი ოფიცრების შეხვედრა შედგებოდა. შეხვედრის ადგილზე TOW-დან გაშვებულ იქნა ორი რაკეტა. ერთი – მათი მანქანის, მეორე კი შენობის მიმართულებით, სადაც სამხედროები იყვნენ შეკრებილნი. შეხვედრა პროვინცია ლატაკიაში, სოფელ მრჯ ხოხაში შედგა. “CCA”-ს თავდასხმის შედეგად 4 რუსი და 15 სირიელი ოფიცერი იქნა მოკლული. მონაცემები დაღუპულთა შესახებ “Facebook”-დან იქნა აღებული, რომელიც თავად ასადიტებმა გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით დაიღუპა 4 მეგობარი რუსი გენერალი და 6 დაიჭრა. შემთხვევა ტერორისტების თავდასხმის შედეგად მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ “ISIS”-ის თავდასხმის შედეგად 1 რუსი მრჩეველი დაიღუპა. მისი დაღუპვის ადგილი არ გამოუცხადებიათ“.