ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბოს, რომ სესხი პროცენტიანია.
2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, კომენტარი ირაკლი რუხაძემ თბილისის აეროპორტში დღეს, გამთენიისას გააკეთა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი თბილისში დაბრუნება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით მისი მისამართით გაკთებულ განცხადებებს, რუხაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა“.
რაც შეეხება კოტე გოგელიას, რუხაძე ამბობს, რომ გოგელია აპირებს, თავისი წილი დაახლოებით 5 მილიონ დოლარად გაყიდოს.
ირაკლი რუხაძე 2030-მა თბილისის აეროპორტში ექსკლუზიურად ჩაწერა.
როგორც ცნობილია, გია და ლევან გაჩეჩილაძეები აცხადებენ, რომ „მაესტროს“ წილის შესაძენად თანხა ირაკლი რუხაძისგან ისესხეს. „მაესტროს“ მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე კი, ირაკლი რუხაძეზე ამბობს, რომ მას „მაესტროში“ და ზოგადად მედიაბაზარზე თავისი იტერესები აქვს.