ჰაერის დაბინძურება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას DAILMAIL ავრცელებს.
მკვლევარების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 1970 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა, ის მაინც ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
როგორც ცნობილია, მკვლევარები 368 000 ადამიანს აკვირდებოდნენ, რომლებიც 38 წლის განმავლობაში ქარხნების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც ჰაერში შავი კვამლი და გოგირდის ორჟანგი დიდი რაოდენობით გამოიყოფა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა 1971, 1981, 1991 და 2001 წლის არქივში გარდაცვლილთა რაოდენობა და მიზეზები შეისწავლეს.
კვლევის ავტორის, ანა ჰანსელის განცხადებით, კვლევამ ვერ შეძლო ჰაერის დაბინძურების გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობის გარკვევა, მაგრამ დაბინძურებულმა ატმოსფერომ ლონდონში წლის განმავლობაში 29 000 ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.