ქართული მხარე რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს და მალე მათთან შეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერა მოხდება. ეს განცხადება აზერბაიჯანული სააგენტო „აპას“ კორესპოდენტთან საუბრისას ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ დოკუმენტის ხელმოწერის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ეს მალე მოხდება.
კალაძის თქმით, „გაზპრომსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორს არანაირი პრობლემა არ არსებობს. „ჩვენ შორის არასდროს ყოფილა პრობლემა, მაგრამ არსებობს განსაზღვრული მემორანდუმი, რომლის ყოველწლიურ განახლებას და ხელმოწერას ვახდენთ“.
კალაძის სიტყვებით, 2016 წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. მან დაამატა, რომ საქართველო გაზსაცავს საკუთარი რესურსებით ქმნის და ამ პროექტში აზერბაიჯანის მხარის ჩართვაზეც ისაუბრა. „ამ პროექტში მონაწილეობით აზერბაიჯანული მხარეც არის დაინტერესებული“ – განაცხადა კალაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved