საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის "გურიამ", რომელიც შეკრებას დედაქალაქში გადის, მესამე და საბოლოო ტესტ-მატჩი გამართა სამტრედიის "სამტრედიასთან", წინა სპარინგ-მატცების დარად, ეს შეხვედრაც ძირითადად ლანჩხუთელთათვის ახალწვეულ ფერხბურთელთა შერჩევას ემსახურებოდა. საბოლოოდ, დღევანდელი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ლანჩხუთელთაგან მეტოქის კარში გოლი ახალწვეულმა თეიმურაზ ტოგოევმა გაიტანა. მატჩში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს: პოლტავცევი, იოვანოვიჩი, იმერლიშვილი, ნოზაძე, გელაშვილი, ჩადუნელი, პატერსონი, ნუნიესი, კილაძე, ჟუნიორი, გამყრელიძე, მოროზენკო, ტობოევი, ი. კვეკვესკირი, ალავერდაშვილი, ბენეტი. დღევანდელ შეხვედრაში ტრამვის გამო მონაწილეობა არ მიუღია დიმიტრო ზოზულიას.