იტალიური სპორტული მასმედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთი სიახლე დანერგა.
ბატონმა რობერტომ კლუბის ყოველდღიურ მენიუში შავი ღვინო შეიტანა.
"ფეხბურთელთა სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, პირადად გავაკონტროლებ, ვინ რას მიირთმევს.
გამიკვირდა, როცა კლუბის მენიუში შავი ღვინო ვერ ვნახე. სადილზე ერთი ჭიქა ღვინო აუცილებელია. ასევე, აუცილებელია მსუყე იტალიური პიცა და ნახშირწყლებით მდიდარი მაკარონი.
მაკარონს ფეხბურთელები მატჩის წინ აუცილებლად შეჭამენ და მოედანზე კი არ ივლიან, იფრენენ. მომავალში რამდენიმე სიახლე კიდევ იქნება და რაციონი შეიცვლება. მართალია, მენიუში ქათმის ხორცი არის, მაგრამ მისი რაოდენობა უნდა გაიზარდოს", – განაცხადა რობერტო მანჩინიმ.