NASA ინდოეთში მეტეორის ჩამოვარდნას არ ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას NYTIMES ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რამდენიმე დღეა ინდური მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ინდოეთში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მუქი ლურჯი ქვა აღმოაჩინეს, რომელიც 11 გრამს იწონის და ბრილიანტს წააგავს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს.
როგორც ცნობილია, NASA-ში დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ინდოეთში მეტეორი არ ჩამოვარდნილა და შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტოებიც მიწიდან მომხდარ აფეთქებას უფრო წააგავს, ვიდრე კოსმოსიდან ჩამოვარდნილი მეტეორის დაცემას.