დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ კონკრეტულად მოითხოვა, დაესახელებინათ სოფლებში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, კრებების ჩატარების თარიღი, რაზეც გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ ასეთი პასუხი გასცა:
"ინფრასტრუქტურის სამინისტოდან გვთხოვეს, რომ დაველოდოთ მათ ჩამოსვლას. როგორც კი ჩამოვლენ წარმომადგენლები და ეს მალე უნდა მოხდეს, სოფლებში გასვლას და კრებების ჩატარებას დავიწყებთ. ამასთანავე, თითოეულ სოფელში, სადაც კრება ჩატარდება, მაშინვე დაიწყება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებიც. ისე არ მოხდება, რომ ჯერ კრებების ჩატარებას მოვრჩეთ და მერე დავიწყოთ მუშაობა," _ თქვა გობრონიძემ.