ინდოეთში, მობილური პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის უფასო ინტერნეტის პაკეტის მიწოდება აიკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
ინდოეთის ეროვნულმა კავშირგაბმულობის მარეგულირებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ინტერნეტის ნულოვანი პაკეტით მიწოდება დისკრიმინაციულია.
როგორც ცნობილია, ინდოეთში ფეისბუქს 300 მილიონზე მეტი მობილური ინტერნეტის მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ მილიარდზე მეტი ადამიანი სტანდარტული ინტერნეტით სარგებლობს.